“გირჩი” საქართველოს მასშტაბით 30-მდე სკოლის გახსნას გეგმავს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ არაავტორიზებული სკოლების გახსნას გეგმავს, პირველი სკოლა კი, 6 თვეში ამოქმედდება.
როგორც რადიო „იმედის“ ეთერში „გირჩის“ წარმომადგენელმა ჰერმან საბომ განაცხადა, შესაბამისი კონცეფცია მზადების პროცეშია.
„გირჩი“ სკოლების გახსნას საქართველოს მასშტაბით აანონსებს „სკოლაში არ იქნება ასაკობრივი შეზღუდვა, სწავლა ნაწილობრივ მონტესორის მეთოდით მოხდება, არ იქნება ტრადიციული სწავლება ტრადიციული სასწავლო პროგრამით. ვთვლი, რომ ექსპერიმენტი გაამართლებს და დაინტერესება იქნება, მსურველები უკვე გვყავს“, -აცხადებს საბო.
ამასთან, მისი თქმით, “გირჩი” საქართველოს მასშტაბით 30-მდე სკოლის გახსნას გეგმავს.
კითხვაზე, როგორ შეძლებენ გირჩის სკოლის კუსდამთავრებულები სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში, საბო აცხადებს, რომ ამისთვის 2 გზა არსებობს: პირველი – ყოველ წელს მოსწავლეებმა ჩააბარონ გამოცდები რესურსცენტრში და მეორე – მივმართავთ საკონსტუტიციო სასამართლოს.
„ყველას აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ ისწავლოს და ისე ჩააბაროს ეროვნული გამოცდები“, -აცხადებს „გირჩის“ წარმომადგენელი.
მისი თქმით, წელს პარტია საინტერესო პროექტებს შესთავაზებს საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები