“საპენსიო რეფორმის” ამოქმედების გამო, ორგანიზაციამ თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა

„საპენსიო რეფორმის მხარდასაჭერად, ჩვენ გადავწყვიტეთ, 1 იანვრიდან ხელფასების, საშუალოდ, 5%-ით გაზრდა“, – ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის გენერალურმა დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა განაცხადა.
ამასთან, გია პეტრიაშვილი დაგროვებით საპენსიო სისტემას პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ქვეყანაში გრძელვადიან ფინანსურ რესურსს შექმნის.
მისივე თქმით, ყოველივე ეს  კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს.
“MBC-ის თანამშრომელთა უმრავლესობა 40-წლამდე ასაკის არის. საპენსიო რეფორმის მხარდასაჭერად, ჩვენ, 1 იანვრიდან ხელფასების, საშუალოდ, 5%-ით გაზრდა გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საპენსიო ფონდის სახით გრძელვადიანი ფინანსური რესურსის შექმნა. რეფორმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის”, – აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.

ამასთან, პეტრიაშვილი განმარტავს, თუ რატომ გაუზარდა თანამშრომლებს დღემდე არსებული ხელფასის ოდენობა.
მისი თქმით, თანამშრომლების ხელფასის გაზრდა სწორედ საპენსიო რეფორმიდან გამომდინარე მოხდა.

„რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, გაზრდილი ხელფასის შედეგად, ჩვენი თანამშრომლები უპრობლემოდ მოახერხებენ საპენსიო შენატანების განხორციელებას საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. თანამშრომლის შენატანს დაემატება ორმაგი ოდენობის შენატანი, რომელსაც ჩვენი კომპანია და სახელმწიფო განახორციელებენ. შედეგად, გაიზრდება ჩვენი თანამშომლების კეთილდღეობა, რაც MBC-ის სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს“, – აცხადებს გია პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა.
საპენსიო სქემაში მონაწილეობა 40-წლამდე ასაკის ყველა დასაქმებულისათვის სავალდებულოა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები