„გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრული ინფორმაცია გვექნება დაღუპულებთან დაკავშირებით“

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, დარიალის ხეობაში გაწმენდითი სამუშაოები და სამძებრო ოპერაციები აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, მდინარე თერგი დაუბრუნდა თავის კალაპოტს.
„დარიალის ხეობაში პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო ის, რომ მდინარე დაუბრუნეს თავის კალაპოტს, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ძალიან დიდი მასა არის წამოსული ღვარცოფის შედეგად. საუბარი არის იმაზე, რომ რამდენიმე სატვირთო ავტომობილი არის მოყოლილი და უახლოეს დღეებში, როდესაც დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები, გვექნება სრული ინფორმაცია დაღუპულებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაო პროცესს საერთაშორისო ექსპერტები დააკვირდებიან. ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი ლიტველი და ავსტრიელი ექსპერტები ადგილზე ქართველ გეოლოგებთან ერთად 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ. საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩამოდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები