„ჯორჯიან უოთენ ენდ ფაუერი“ შსს-ს განცხადებით მიმართავს
კომპანია „ჯორჯიან უოთენ ენდ ფაუერი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართავს. როგორც ჟურნალისტებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ განუცხადა, აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვინ ავრცელებს ინფორმაციას სასმელი წლის დაბინძურების შესახებ. ასევე კომპანია მოითხოვს, რომ სანქციები გამკაცრდეს იმ პირთა მიმართ, ვინც მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებს.
„სარჩელი პრაქტიკულად გამზადებულია. დღეს დილას ვაპირებთ შეტანას შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა მოკვლეული იყოს ეს დეზინფორმაციული წყარო და გაირკვეს იმ პიროვნებების ვინაობა, ვინც ამას შეგნებულად ავრცელებს. ეს არის SMS, – სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენ ეს მასალები გვაქვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაფერს გადავცემთ“, – განაცხადა „GWP”-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჯორჯიან ვათერ ფაუერმა გუშინ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.