ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა დღეს გამართულ ე.წ. მინისტრთა სხდომაზე მიიღო.
„თუ ამ დრომდე ცხინვალიდან საქართველოში გადასასვლელად საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი და სპეციალური ნებართვა, ამიერიდან ეს წესები გამკაცრდება და საქართველოში წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე ვერავინ მოხვდება“,- განაცხადეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში, რომელიც თავად ამ ინიციატივის ავტორია.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, ამ სიახლის შემდეგ, ისინი „საქართველოსთან საზღვარზე გადაადგილებას“ უკეთ გააკონტროლებენ. „ეს სიახლე მოგვცემს საშუალებას, კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღონ ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს გამარტივებული წესით კვეთენ“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ხუბაევის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები