ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ აჩიგვარასთან მდინარეში ავტომობილი გადავარდა – არის მსხვერპლი(ვიდეო+18)

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ აჩიგვარასთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ავტომობილი მდინარე ოქუმში გადავარდა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაგზავნეს ოკუპირებული გალის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

როგორც ცნობილია, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი და მგზავრი.

მაშველებმა მანქანიდან ამოიყვანეს გარდაცვლილთა ცხედრები და მანქანაც ნაპირზე გაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები