ოკუპირებულ სოხუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ოკუპირებულ სოხუმში ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ მესამე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციაში იმყოფება.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, თუმცა დაშავებულთა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინციდენტის მიზეზებს შესაბამისი “სტრუქტურები” იძიებენ.