სოფელ ხურვალეთში ოკუპანტების მიერ “დაკავებული” 33 წლის ოთარ სამნიაშვილი გათავისუფლდა

სოფელ ხურვალეთში ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული 33 წლის ოთარ სამნიაშვილი გათავისუფლდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სოფელ ხურვალეთში, შშმ პირი ოთარ სამნიაშვილი გუშინ დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამნიაშვილი ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრთან ახლოს აიყვანეს.
სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ფაქტზე ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები