პროგრამისთვის „აწარმოე საქართველოში“ ცხელი ხაზი ამოქმედდა

22 მაისიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამუშავდა ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიმდინარეობისა და პირობების შესახებ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქებს შაბათ-კვირის გარდა, 10.00 საათიდან 19.00 საათამდე შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე – 2 99 10 44 და ოპერატორებისგან მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ასევე მუშაობს ვებ-გვერდი www.qartuli.ge, სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული სახელმწიფო პროგრამის კომპონენტების, დარგების, მიმართულებებისა და პირობების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომლის მიზანია კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, ქართული პროდუქციის შექმნა, მისი ხარისხის უზრუნველყოფა და წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები