შს მინისტრმა დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დარიალის ხეობაში მიმდინარე სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. როგორც მინისტრმა განაცხადა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები ამინდის რთულ პირობებში, 24- საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მისივე თქმით, სამაშველო-საძიებო სამუშაოები მძიმე ტექნიკის საშუალებით წარმატებით გრძელდება. დარიალის ხეობაში საავტომობილო გზის გაწმენდა სხვადასხვა მხრიდან მიმდინარეობს. მდინარე თერგისა და დევდორაკის შესართავთან ბუნებრივი კალაპოტი გადაკეტილია. წყლის ნაკადი ხელოვნურ არხში გაედინება. დარიალჰესთან მდებარე გვირაბში მეწყერის შედეგად დაგუბებული წყალი დამშრალია.
„მთლიანი წყლის მასა მიემართა ახლად გაკეთებულ კალაპოტზე, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან საზღვარი გახსნილია, მაგრამ ვინაიდან გზა არ არსებობს, ამ ეტაპზე მოქალაქეებისთვის მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ამ მიმართულებით გადაადგილება“,- განაცხადა ჭიკაიძემ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები გვირაბში საძიებო-სამაშველო სამუშაოებს ჩაატარებენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=MGJJNwbx83A&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები