თინათინ ნიბლოშვილი და ქვარა ჩართოლანი მოქალაქეებს შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებმაც კომისიას დამისამართებასთან და სახელდებასთან დაკავშირებული პრობლემებით მიმართეს.

შეხვედრაზე, რომელსაც დედაქალაქის მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსი ქვარა ჩართოლანი ესწრებოდა, იმ კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რომელთა გადაწყვეტა აღნიშნული სამსახურის კომპეტენციას უკავშირდება.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განმარტა, მსგავსი მიმართვის დროს, ხშირ შემთხვევაში, საკითხის მოგვარება მერიის შესაბამისი სამსახური ჩართულობით ხდება შესაძლებელი.

„ამდენად, დღეს ჩვენ მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან და მოქალაქეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში 5 საკითხი განვიხილეთ და იმ ტიპის პრობლემების მოგვარების მიზნით, როგორიცაა დამისამართება და მისგან გამომდინარე დაბრკოლებები, შესაბამის სამოქმედო გზებზე შევთანხმდით’’,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, მსგავსი შეხვედრები მუდმივ რეჟიმში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები