„ჩერნოვეცკის“ ფონდის აღსაზრდელები ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრას შეისწავლიან
„ჩერნოვეცკის“ ფონდის ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა ადგილობრივი კულტურის სახლში შესარჩევი ტურები წარმატებით გაიარეს. ისინი კულტურის სახლში ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრას შეისწავლიან. ამაში მათ აჭარის დამსახურებული პედაგოგი ზვიად აბესაძე დაეხმარება.
„ის უდიდესი პროფესიონალი და უკეთილშობილესი გულის ადამიანია, რომელმაც ამ მოზარდებს უფასო გაკვეთილები შესთავაზა. ფონდის სახელით ზვიადს დიდ მადლობას ვუხდით გულისხმიერებისთვის იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების ზრუნვის გარეშე დარჩნენ. ხელოვნება დაეხმარება მათ ბავშვებს ცხოვრების საოცარი მხარეების აღმოჩენაში, მხატვრული გემოვნების განვითარებაში, სულიერი სამყაროს ამაღლებაში“,- განაცხადა „ჩერნოვეცკის“ ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.
ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაცია არის „ჩერნოვეცკის“ ფონდის ერთ-ერთი მთავარი მისია. ფონდი ცდილობს ამ საქმეში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვას სხვადასხვა აქციების სახით. მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელთა ფინანსური მხარდაჭერა შესაძლებელია ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/198-family/
R