სოფელ კონდოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული დედისა და შვილების მდგომარეობა მძიმეა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა დედას და მის ორ შვილს დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი შვილებთან ერთად გზაზე გადადიოდა.
ქალბატონის მდგომაროება მძიმეა, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასევე კრიტიკულია 17 წლის მოზარდის მდგომარეობაც. მას მოტეხილობები და თავის ტრავმა აქვს მიღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები