შსს: ევროკომისია უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევების საპასუხოდ შსს-ს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს

ევროკომისია უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ანგარიშში დადებითად აფასებს,-ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ანგარიშში დადებითადაა შეფასებული რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ისევე, როგორც საქართველოს მიერ ოპერატიული კუთხით ევროკავშირის იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებშიც განსაკუთრებით პრობლემატურია არალეგალური მიგრაცია საქართველოდან.
„2018 წლის 19 დეკემბერს ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს წარუდგინა მეორე ანგარიში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ არსებული მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში პოზიტიურად არის ასახული უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, კერძოდ, რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ისევე, როგორც საქართველოს მიერ ოპერატიული კუთხით ევროკავშირის იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებშიც განსაკუთრებით პრობლემატურია არალეგალური მიგრაცია საქართველოდან.
ანგარიში დადებითად აფასებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესს, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით ხაზგასმულია პოლიციის ატაშეების როლი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, Europol-თან თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და საქართველოს მიერ Europol-ში მეკავშირე ოფიცრის წარგზავნის მნიშვნელობა, ასევე, დადებითად არის შეფასებული სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმებები (ან საერთაშორისო სამმართლებრივი ბაზა“, – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები