26 მაისს გიორგი მარგველაშვილი წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა აბაშიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს. როგორც ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, 26 მაისს წვევამდელთა მიერ ფიცის დადების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
“26 მაისს წვევანდელთა ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. შესაბამისად, სამხედრო კომპონენტის დროს პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი, ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და ფიცს ჩაიბარებს”, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.