სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გასაიდუმლოებული საქმეების ნაწილს შესაძლოა, გრიფით „საიდუმლო“ მოეხსნას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში ცვლილება შედის. დოკუმენტის განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. კანონპროექტის ინიციატორი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კანონის მიღების შემდეგ თუ მთავრობა შესაბამის დადგენილებას მიიღებს, მაშინ მთავრობის დადგენილებითვე კომისია შეიქმნება, რომელიც ყველა საქმეს გადახედავს, რომელსაც გრიფით „საიდუმლო“ ადევს.
თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს შს მინისტრმა ალექსნადრე ჭიკაიძემ. მინისტრის თქმით, აღნიშნული თემა ხანგრძლივ მსჯელობას მოითხოვს, რადგან ყველა საქმე ინდივიდუალურია.
“სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ადევს გრიფით „საიდუმლო“, ყველა ინდივიდუალურია და, ზოგადად, ასე რომ განვიხილოთ, რომ ყველა საქმეს, ან რომელიმე მათგანს მოეხსნას გრიფით „საიდუმლო“. ეს თემა ხანგრძლივ მსჯელობას მოითხოვს“, – განაცხადა მინისტრმა.