შუახევში იალაღებზე მისასვლელი გზები თოვლის საფარისგან იწმინდება

შუახევის მუნიციპალიტეტში იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის თაგინურის, ჯვარი მინდორის, ტყისველის, კატრიანის და ჩირუხის საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზები იწმინდება. გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შუახევის განყოფილება აწარმოებს. ადგილობრივი მოსახლეობა ავარიული გზების თოვლის საფარისგან გაწმენდას და ავარიული მონაკვეთების შეკეთებას ითხოვს. მათი თქმით, ავარიული გზების გამო იალაღებზე ტვირთის გადატანა უჭირთ და უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით პრობლემის დროულად მოგვარება აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები