მაია ფანჯიკიძემ რიჩარდ ნორლანდს მიუსამძიმრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რიჩარდ ნორლანდს დედის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და, პირადად, ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამ დანაკარგის გამო და მსურს თანაგიგრძოთ თქვენთვის ესოდენ მძიმე წუთებში”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.