კარასინი: მოსკოვი საერთაშორისო დაძაბულობის ინიციატორი არ გამხდარა

რუსეთი არ ყოფილა საერთაშორისო დაძაბულობის და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გამწვავების ინიციატორი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ არ ვყოფილვართ საერთაშორისო დაძაბულობის ინიციატორები, პარტნიორებთან ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიმწვავებია, განსაკუთრებით კი ამერიკასთან”,- განაცხადა კარასინმა ფედერაციის კრების საერთაშორისო კონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები