მედია: უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში 2500 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჩავა
2500-კაციანი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ძალა ახლო აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში ჩავა,- ამის შესახებ Axios-ი წერს.
მედიის ცნობით, რეგიონში მსგავსი ზომის კიდევ ორი ფორმირება გაიგზავნება.
“აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსს პოტენციურად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საელჩოების პერსონალის ევაკუაციაში”, – განუცხადა წყარომ მედიას.
წყაროს თქმით, ის ასევე შეიძლება ირანის ხარგის კუნძულის წინააღმდეგ ოპერაციებში გამოიყენონ.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რეგიონის ქვეყნებში ამერიკის საელჩოების თანამშრომლებს დაავალა, პოტენციური საფრთხეებისთვის მოემზადონ და დამატებითი უსაფრთხოების ზომები განიხილონ.