სოფიო ქაცარავა: ნატო გააგრძელებს როგორც პოლიტიკურ ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფიო ქაცარავამ ნატო-ს შტაბ-ბინაში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან აუცილებლად იქნება ყურადღება გამახვილებული ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტსა და სამშვიდობო პოლიტიკაზე. მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება.
„ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ამ ფორმატშიც აუცილებლად იქნება საუბარი ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტსა და ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაზე. უკვე მოვისმინეთ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება მის მოლოდინებთან დაკავშირებით, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ნატო გააგრძელებს როგორც პოლიტიკურ ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლი არის ძალიან მზარდი და ჩვენ ამ დამოკიდებულებას ვხედავთ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ დონეზე იქნება განხილული და ამაზე იქნება დიალოგი ნატო-ს მხრიდანაც, თუმცა ამ ეტაპზე ნატო-ს მხრიდან შავ ზღვაში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლის გაზრდაზე ჩვენი მხრიდან რაიმე კონკრეტულის მოლოდინზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
შეგახსენებთ, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჩრდილოალანტიკურ საბჭოს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები