ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გადამფრენი ფრინველების პოპულაციებს საფრთხეს უქმნის,- აღნიშნულის შესახებ კატარის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მკვლევრის, მოჰსენ იაფეს განცხადებაშია ნათქვამი.
მეცნიერმა გაიხსენა, რომ კონფლიქტი გადამფრენი ფრინველების ცივ ქვეყნებში მიგრაციის სეზონზე დაიწყო, რომლებიც ირანის სპარსეთის ყურის თბილ სანაპიროზე ან არაბულ ქვეყნებში იზამთრებდნენ.
იაფიმ აღნიშნა, რომ ფრინველები ვერ შეძლებდნენ ჩვეული მიგრაციის მარშრუტის გამოყენებას ასობით სამხედრო თვითმფრინავის აფრენისა და დაბომბვის გამო, რამაც შეიძლება მისი გახანგრძლივება გამოიწვიოს, რაც მათ გამოფიტავს და, შედეგად, პოპულაცია შემცირდება.
მკვლევარმა ასევე განიხილა სამხედრო ოპერაციების გავლენა გარემოზე.
„წარმოიდგინეთ, რამდენი ტოქსიკური ნივთიერება აღმოჩნდა სპარსეთის ყურეში, არაბეთის ზღვასა და ჰორმუზის სრუტეში საწვავის ტანკერების განადგურების გამო. ათასობით რაკეტა და ბომბი ისროლეს, სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ თავზე, რაც ატმოსფეროს აბინძურებს. მათი ღრიალი და აფეთქებების ხმა ფრინველებსა და ცხოველებზე მოქმედებს“, – დაასკვნა იაფიმ.