გივი მიქანაძე მსოფლიოს ელექტრონული პარლამენტის მერვე კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ქალაქ ჟენევაში 3-5 დეკემბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის ეგიდით მიმდინარე მსოფლიოს ელექტრონული პარლამენტის მერვე კონფერენციაში – „პარლამენტები, ტექნოლოგია და ინოვაცია” მონაწილეობს.
გივი მიქანაძე კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებით – „საქართველოს პარლამენტის მიღწევები ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში” წარდგა და ღია მმართველობის კუთხით საქართველოს პარლამენტში განხორციელებული და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები გააცნო.
გამოსვლის დასასრულს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა კონფერენციის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კონფერენციაში მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტების 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები