აშშ-ში სერიულმა მკვლელმა 90 ადამიანის მკვლელობა აღიარა

78 წლის ამერიკელმა სემუელ ლითლმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა სამი მკვლელობის გამო ჰქონდა მისჯილი, აღიარა, რომ საერთო ჯამში, 35 წლის განმავლობაში, 90 ადამიანი მოკლა.
თუკი მისი დანაშაულები დადასტურდება, ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი აღმოჩნდება.

ლითლის აღიარების შესახებ ინფორმაციას FBI ავრცელებს.
მას სამი სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი სამი ქალის მკვლელობისთვის. დანარჩენი მკვლელობები მან ერთ-ერთ დანაშაულზე დაკითხვის დროს აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები