უკრაინაში რუსეთის მოქალაქე 16-დან 60-წლამდე მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ

უკრაინამ რუსეთის მოქალაქე 16-დან 60-წლამდე მამაკაცებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
“სასაზღვრო პუნქტებზე გაძლიერებული კონტროლის ზომებია მიღებული. დღესდღეობით, აკრძალულია უცხოელების შემოსვლა, მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეებისთვის. აკრძალულია 16-დან 60 წლამდე მამრობითი სქესის წარმომადგენლების შესვლა”,- განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა პეტრო ციგიკალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები