ჰამბურგში უცნობი პირები გერმანიის ვიცე-კანცლერის სახლს თავს დაესხნენ

გერმანიიის ქალაქ ჰამბურგში, უცნობი პირების დაჯგუფება, ვიცე-კანცლერისა და ფინანსთა მინისტრის, ოლაფ შალცის სახლს თავს დაესხა.
შემთხვევა წუხელ, გვინა ღამით მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ჯგუფი დაახლოებით, 14 ადამიანისგან შედგებოდა, თავიდან მათ მანქანის ბორბალს, რომელიც სახლთან ახლოს იყო, ცეცხლი წაუკიდეს. შემდეგ უცნობებმა სახლის კედელს საღებავიანი ქილები ესროლეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.
ამ დროისთვის, პოლიცია საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.
ჟურნალის ინფორმაციით, თავად შოლცი თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდა. ის გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად ბუესნოს-აირესში G20 სამიტზე მიემგზავრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები