ინდონეზიაში ციხიდან 100-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ინდონეზიის კუნძულ სუმატრას პროვინციულ ქალაქ აჩეხში მდებარე ციხიდან სულ მცირე, 113 პატიმარი გაიქცა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა” იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელსა და სახალხო დამცველზე დაყრდნობით, ავრცელებს.
ინციდენტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. პატიმრებმა ფანჯრების გისოსების გატეხა მოახერხეს.
პოლიციის ინფორმაციით, მათ, ამ დროისთვის, 4 პატიმრის დაკავება შეძლეს. დანარჩენების ძებნა გრძელდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაქცევის პროვოცირება, ციხეში აჯანყებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები