ბრიტანეთი სკრიპალების საქმეზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს
“სოლბერიში “ГРУ “-ს ყოფილი ოფიცერის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეკისრება”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების მინისტრმა, ბენ უოლესმა, Sky News-ის ეთერში განაცხადა.
“პირდაპირ თუ ირიბად ის დიდ პასუხისმგებლობას ატარებს”- განაცხადა უოლესმა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მეთაური სპეცდანიშნულების სამსახურის ქმედებებზე მუდამ აკისრია პასუხისმგებლობა. ოთხ მარტს, სოლბერიში, “ГРУ”-ს ყოფილი ოფიცერი – სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს, რამაც საერთაშორისო სკანდალს გაუწია პროვოცირება.
ლონდონში განაცხადეს, რომ მომხდართან პირდაპირ კავშირშია რუსეთი, მოსკოვი კი ამას კატეგორიულად უარყოფს.