სტოლტენბერგი: ჩვენ მზად ვართ, მაკედონია ალიანსის 30-ე წევრად მივიღოთ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მაკედონიას ორგანიზაციის 30-ე წევრად ელოდება, მაგრამ NATO-ში გაერთიანების გადაწყვეტილებას საბოლოოდ, მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელსაც მოქალაქეები რეფერენდუმზე, რესპუბლიკის სახელის შეცვლაზე, საბერძნეთთან მოლაპარაკებების ფარგლებში, მიიღებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა, სკოპიეში ვიზიტისას ისაუბრა.
“რამდენიმე კვირაში, თქვენთან ჩაივლის რეფერენდუმი, სადაც უნდა გადაწყვიტოთ, გინდათ თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება. საბოლოო გადაწყეტილება თქვენზეა, ჩვენ მზად ვართ, 30-ე წევრად მიგიღოთ ალიანსში”,- განაცხადა სტოლტენბეგრგმა.
სტოლტენბერგი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც მაკედონიის მთავრობასთან შეხვედრებს მართავს. დღეს მაკედონიის დედაქალაქში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სტოლტენბერგის ქუჩაც, იანს სტოლტენბერგის მამის, ნორვეგიელი დიპლომატის, ტორვალტ სტოლტენბერგის, პატივსაცემად, რომელიც 1963 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, სკოპიეს აღდგენაში მონაწილეობდა.