ინდოეთში ერთსქესიანთა კავშირი დეკრიმინალიზებულია
ინდოეთის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, რომელიც 5 ადამიანისგან შედგება, სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალური კავშირები შესაძლოა, ჯარიმის ან 10-წლიანი პატიმრობით დასჯილიყო, ერთხმად ბათილად ცნო.
მუხლი 377, რომელიც კანონმდებლობაში შედიოდა როგორც “არაბუნებრივი დანაშაული”, ძალაში შევიდა 1861წელს, როდესაც ინდოეთი დიდი ბრიტანეთის კოლონიად ითვლებოდა.
უზენაესმა სასამართლომ დეკრიმინალიზაციის გადაწყეტილება მუხლის რამდენიმე ქვეპუნქტის ჩასწორებით, ხუთი პეტიციის გაუქმების საპასუხოდ მიიღო, რომელიც ინდოეთის სასამართლოში ცოტა ხნის წინ შევიდა.