ქაბულში, მომხდარი აფეთქებების შემდეგ, გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

ქაბულში, ორი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, 95 ადამიანი კი დაშავდა. მომხდარის შესახებ გაზეთი”სინხუა” იუწყება. პირველი აფეთქება გუშინ, საბრძოლო ხელოვნების კლუბში შეჯიბრებების დროს მოხდა. შედეგად, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ტელეარხის მონაცემებით, აფეთქება მეექვსე კვარტალში მოხდა, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ნაჯიბა დანიშის, ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
მეორე აფეთქება პირველთან ახლოს იყო. ადგილობრივი მედიის თანახმად, მეორე თავდასხმა მიმართული იყო იმ სამართალდამცავების მიმართ, რომლებმაც პირველზე მოახდინეს რეაგირება. როგორც ცნობილია, დაშავებულთა უმრავლესობის, მათ შორის, 7 პოლიციელის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტულმა დაჯგუფებამ – “ისლამურმა სახელმწიფომ” ორივე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები