იაპონიაში, მიწისძვრის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 39 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

კუნძულ ჰოკაიოზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა, ეხიხიდე სუგამ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციანზე განაცხადა.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, დაშავდა 125 ადამიანი, 39 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიის ჩრდილოეთით 6,7მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა 7 მაგნიტუდამდე სიმძლავრის იყო. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კუნძულ ჰოკაიოს ქალაქ საპოროს სამხრეთ აღმოსავლეთის მხარეს, 39 კილომეტრის სიღრმეში იყო.
სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის 20 ათასი თანამშრომელი მუშაობს, ასევე, პოლიცია და სახანძრო სამსახური. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 50 ვერტმფრენიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები