ისრაელმა პარაგვაიში საკუთარი საელჩო დახურა
ისრაელმა საკუთარი საელჩო პარაგვაიში მათი ქმედების საპასუხოდ დახურა. პარაგვაის საელჩო იერუსალიმიდან თელ-ავივში დააბრუნეს. მომხდარი შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბინიამინ ნეთანიაჰუს პრესსამსახური ავრცელებს.
“ნეთანიაჰუმ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება გადასცა, პარაგვაიში საელჩოს დახურვასთან დაკავშირებით”,- ნათქვამია პრესრელიზში.
სამშაბათს პარაგვაიმ იერუსალიმში საელჩოს გადატანის მაისში დაწყებული პროცესის შეჩერების შესახებ და მისი თელ-ავივში დაბრუნების შესახებ გასცა ბრძანება. ამა წლის მაისში, პარაგვაი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელიდან საკუთარი საელჩო ქალაქის ჩამოუყალიბებელი სტატუსის მიუხედავად, იერუსალიმში გადაიტანა.
ამა წლის მაისში, პარაგვაი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელიდან საკუთარი საელჩო ქალაქის ჩამოუყალიბებელი სტატუსის მიუხედავად, იერუსალიმში გადაიტანა.