ტერეზა მეი რუსეთის მიმართ, სოლბერის შემთხვევის გამო, სანქციების დამატებას გეგმავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, პარლამენტში განაცხადა, რომ ლონდონი რუსეთის მიმართ, სოლბერიში. სკრიპალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სანქციების გამკაცრებისთვის იბრძოლებს.
“ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ პარტნიორებს ევროკომისიაში და ასევე, ვიმუშავებთ “ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის” დახმარებით”,- განაცხადა ტერეზა მეიმ.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ სკრიპალების მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეების ვინაობა დაასახელა, ესენი არიან ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. მათ ბრალი ოთხი მუხლით წარედგინათ, მათ შორის, სკრიპალების და პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის.
მომხდართან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს პარლამენტის წინაშე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები