ინდოეთში ძრავიანი ნავი გადაბრუნდა – გარდაცვლილია 2 და დაკარგულია 28 ადამიანი

ინდოეთში, შტატ ასსამის მდინარე ბრახმაპუტრაში მცურავი ნავი გადაბრუნდა, შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, 28 კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი ნავის გადატვირთვაა, მასში ნორმის მიხედვით, 22 ადამიანი ეტევა, ავარიის მომენტში კი ნავში 40-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, მიუხედავად ძლიერი დინებისა, 12-მა მგზავრმა ნაპირზე თავად გამოაღწია, ორი ადამიანი დაიხრჩო, დანარჩენების ბედი კი ამ დროისთვის უცნობია. მთავრობა სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები