უკრაინაში უცნობი პირი ხელოვნების სკოლის აფეთქებით იმუქრებოდა
უკრაინაში, ლუგანსკის რაიონში, უცნობი პირი ხელოვნების სკოლის აფეთქებით იმუქრებოდა. რაიონის ნაციონალური პოლიციის პრესმდივნის, ტატიანა პოგუკაის განცხადებით, მამაკაცი დაკავებულია.
“დღეს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, ხელოვნების სკოლაში შეჭრილმა მამაკაცმა განაცხადა, რომ სკოლას ააფეთქებდა”, – წერს Facebook-ზე პოგუკაი.
ინფორმაციის თანახმად, ადგილზე სპეცდანიშნულების პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მობილიზდნენ. შენობიდან დირექტორი და მისი მოადგილე გამოიყვანეს, ბავშვები იმ დროს შენობაში არ იმყოფებოდნენ.
პოლიციამ საქმე “განზრახ ყალბი გზავნილით, მოქალაქეების განადგურების ან ქონების დაზიანების საფრთხის შესახებ” მუხლით აღძრა, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.