ბრიტანეთში, სკრიპალების საქმეში რუსეთის მოქალაქეები დაადანაშაულეს

ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ სკრიპალების მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეების სახელები დაასახელა, ესენი არიან: ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “რეიტერი” ავრცელებს. მათ ბრალი ოთხი მუხლით წარედგინათ, მათ შორის, სკრიპალების და პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის.
როგორც ცნობილია უწყება არ მოითხოვს მოსკოვისგან მათ ექსტრადირებას – ორივე მამაკაცის დასაპატიმრებლად, ევროპული ორდერი გაიცა.
დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, დაგეგმილია პრემიერ ტერეზა მეის გამოსვლა, რომელიც პარლამენტს სერგეი და იულია სკრიპალების საქმეზე გამოძიების შესახებ აცნობებს.
4 მარტს, სოლბერში “ГРУ” ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს, რამაც მძიმე საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ლონდონში განაცხადეს, რომ მომხდართან კავშირში რუსეთის სახელმწიფოა, მოსკოვი კი ამას კატეგორიულად უარყოფს. რუსულმა მხარემ არაერთხელ მოითხოვა საქმეზე წვდომა, მაგრამ ბრიტანულმა მთავრობამ რუსეთის ყველა მოთხოვნა უგულებელჰყო.
ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს ადანაშაულებდა, ხოლო მტკიცებულებებს, რომლების მას გააჩნდა რუსეთის წინააღმდეგ, შემაშფოთებელს უწოდებდა. ბრალდება ცრუ აღმოჩნდა – ბრიტანეთის თავდაცვის საიდუმლო ლაბორატორიის ხელმძღვანელის განცხადებით, ექსპერტებმა ვერ მიაკვლიეს იმ ნივთიერების წარმოშობას, რომლითაც ლონდონის მტკიცებით, სკრიპალები მოწამლეს.
ყოფილმა ოფიცერმა საავადმყოფო მაისის შუა რიცხვებში დატოვა, მისმა ქალიშვილმა კი აპრილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები