ფილიპინების პროვინცია სებუში უცნობმა პირმა ქალაქის მერი მოკლა
ფილიპინების პროვინცია სებუში უცნობმა პირმა ქალაქ რონდას მერი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Philippine Star-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ოთხი მამაკაცი მერის, მარიანო ბლანკის ოფისში შეიჭრა, სადაც მერიის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. გაისმა გასროლის ხმები, რის შემდეგაც უცნობებმა დანაშაულის ადგილი დატოვეს და გაიქცნენ.