ერაყში, დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა
ერაყის ქალაქ ბასრაში, არეულობის დროს, 6 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
“მასობრივი აქციის ასობით მონაწილემ ადგილობრივი ადმინისტრაცია ალყაში მოაქცია. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად, ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. შეჯახების შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, რამდენიმე სამართალდამცავი, ათობით ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო”, – აცხადებს თვითმხილველი.
მომიტინგეები მთავრობისგან წყალმომარაგებისა და ელექტრო სისტემის დარეგულირებას ითხოვენ.