ქარხანა “ყირიმის ტიტანის” მუშაობა მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის გამო შეაჩერეს

ქარხანა “ყირიმის ტიტანში” მჟავიანობის დამგროვებლიდან მავნე ნივთიერებები გამოიფრქვა, ამის მიზეზით, ქარხანამ მუშაობა ორი კვირით შეაჩერა. უცნობი ნივთიერების გამოფრქვევის შემდეგ, 23-24 აგვისტოს, ყირიმის სამხრეთით სახლების სახურავებზე და ხის ფოთლებზე ამოფრქვეული ნივთიერება ზეთოვან, მოყვითალო მასად იქცა.
“როსპოტრებნადზორმა” ნიადაგში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა და ატმოსფერული სინჯების მიხედვით, ჰაერის დაბინძურებაც ნორმის ფარგლებშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები