ინდოეთში, ხიდის ჩამონგრევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის ქალაქ კალკუტასთან ახლოს მდებარე ხიდის ჩანგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა – 6 მდე პირი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გზებზე გადატვირთული მოძრაობის გამო, სამაშველო ბრიგადებს ავარიის ადგილამდე მისვლა უძნელდებათ, ამიტომ ადგილობრივები დაზარალებულებს თავად ეხმარებიან.