კორეული მედია: კიმ ჩენ ინი “დაიკარგა”

სამხრეთკორეული სააგენტო “რენჰაპი” კიმ ჩენ ინის “დაკარგვის” შესახებ იუწყება. მედიის ცნობით, პოლიტიკოსი სახალხოდ 15 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. როგორც ცნობილია, მედია ყოველთვის აქტიურად აშუქებს კიმ ჩენ ინის აქტივობებს, სხვადასხვა ქარხნებში და ღონისძიებებზე მის ვიზიტებს, მაგრამ ბოლო ცნობა მისი აქტივობების შესახებ 21 აგვისტოთი თარიღდება.
სააგენტო “დაკარგულად” კიმ ჩენ ინს განსაკუთრებით იმიტომ მიიჩნევს, რომ მალე, 8 სექტემბერს, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილე უნდა აღინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები