პაკისტანის ახალი პრეზიდენტი არიფ ალვი გახდა

ტელეარხ Geo TV-ს ცნობით, არაოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით, დღეს ქვეყნის რიგით მე-13 პრეზიდენტი პაკისტანის მმართველი პარტიის – “მოძრაობა სამართლიანობისთვის” პრეზიდენტობის კანდიდატი – არიფ ალვი გახდა. ხმის მიცემა ფედერალურ პარლამენტსა და პროვინციულ ასამბლეებში მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, ოფიციალური შედეგი ცნობილი დღეს საღამოს გახდება.
სახელმწიფოს მმართველის პოზიციაზე სამი კანდიდატი იბრძოდა: არიფ ალვი, აიტზაზ ახსანი და მაულანა ფაზლ-ურ-რეხმან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები