რადას სპიკერმა ჰიტლერს “ყველაზე დიდი” დემოკრატი უწოდა
უზენაესი რადას სპიკერმა, ანდრეი პარუბიიმ ტელეარხ ICTV-ს ეთერში ადოლფ ჰიტლერს “ყველაზე დიდი” დემოკრატი უწოდა.
“მე თავად, უდიდესი მომხრე ვარ პირდაპირი დემოკრატიისა. გეტყვით, რომ ყველაზე დიდი ადამიანი, რომელიც 30-იან წლებში პირდაპირ დემოკრატიას პრაქტიკაში იყენებდა, ადოლფ ჰიტლერი იყო”,- განაცხადა რადას სპიკერმა.
პოლიტიკოსმა ისიც დასძინა, რომ პირდაპირი დემოკრატია მას “სამეცნიერო დონეზე” ჰქონდა შესწავლილი და მოუწოდა ხალხს, ფიურერის მიერ მისი განვითარებისთვის გაწეული წვლილი არ დაევიწყებინა.