კოსოვოში, დაზვერვის სააგენტოს შენობაში სროლაა – არის მსხვერპლი

კოსოვოში, დაზვერვის სამსახურის სამმართველოს შენობაში, სროლის შედეგად, შიდა დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა სასადილოს თანამშრომელი მოკლა. ამის შესახებ Balkan Insight-ი იუწყება
“მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. პროკურორი უმოკლეს დროში, შემთხვევის ადგილზე მივა, შემდეგ კი დეტალებიც გახდება ცნობილი”-, განაცხადა პროკურორის მთავარმა მოადგილემ, იბრაჰიმ ბერიშმა.
ამ დროისთვის, მსხვერპლის ვინაობა და ინციდენტის დეტალები მედიისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები