ოსაკაში, ტაიფუნ “ჯების” გამო, აეროპორტი დაიტბორა (ვიდეო)
კანსაის საერთაშორისო აეროპორტი ოსაკაში 25 წლის ყველაზე მძლავრი ტაიფუნის გამო დაიტბორა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ტელეარხ NHK-ის ინფორმაციის თანახმად, წყლის ქვეშ აღმოჩნდა ასაფრენი ბილიკი და აეროპორტის სადგომი, ასევე, ტერმინალის მიწისქვეშა სართული. ქარის სიმძლავრე რეგიონში 209 კილომეტრი საათშია. ხიდს, რომელიც აეროპორტის ხელოვნურ კუნძულსა და ხმელეთს აერთიანებს, ტანკერი შეეჯახა, მას ღუზა ჰქონდა ჩაშვებული, წყლის მასის შეჯახების შედეგად კი ღუზა ფსკერს მოწყდა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის 13 ავიაკომპანიის 700 ავიარეისი ტაიფუნ “ჯების” მოახლოებასთან დაკავშირებით, გადაიდო. ავიაკომპანიები იძულებულნი გახდნენ, ყველა რეისი გადაედოთ, რომელიც ქალაქ კანსაიში, ოსაკასა და კობეში სრულდებოდა. გაუქმებული ფრენების რაოდენობა იზრდება. მიმოსვლა შეჩერებულია რკინიგზაზეც, ოსაკასა და ჰიროსიმას მიმართულებით.