ავტოკეფალია და ანათემა – სტამბოლში მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა კრება დასრულდა
უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი პატრიარქ ფილარეტის ანათემის მოხსნასთან ერთად განიხილება. კონსტანტინოპოლის პოზიცია, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, უცვლელია. ავტოკეფალიის მიღების დოკუმენტი ჯერ უმაღლესმა სინოდმა უნდა განიხილოს. ამის შესახებ ტელეარხ ТСН-ის სიუჟეტში გახდა ცნობილი.
“სტამბოლში მაღალი იერარქის სასულიერო პირების კრება დასრულდა. უკრაინის საკითხი იქ არ იყო მთავარი. სინოდი დოკუმენტს, სავარაუდოდ, ოქტომბერში, პატრიარქ ფილარეტის საქმესთან ერთად განიხილავს”, – ნათქვამია სიუჟეტში.