კინოვარსკვლავები აშშ-ში გასამართ ფესტივალზე მონაწილეობას ტრამპის ექსმრჩევლის გამო არ მიიღებენ

აშშ-ში გასამართ ფესტივალზე მონაწილეობას ისეთი კინოვარსკვლავები არ მიიღებენ, როგორებიც არიან ჯიმ ქერი, ჯონ მალეინი, მუსიკოსი ჯეკ ანტონოვი და რეჟისორი ჯად აპატოუ. მსახიობებმა ჟურნალ The New Yorker-ის ფესტივალზე გამოსვლაზე უარი იმის გამო თქვეს, რომ პროგრამაში ჩართულია დონალდ ტრამპის ექსმრჩეველი – სტივენ ბენნონი. ამის შესახებ პორტალი Mediaite იტყობინება.
ტრამპის ყოფილი მრჩეველის მონაწილეობამ ჟურნალის მკითხველებშიც უარყოფითი განწყობა გამოიწვია. აპატოუმ კი სოცილურ ქსელში დაწერა, რომ არ სურს მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებაში, სადაც სიძულვილი ნორმაა.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ბენნონი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, 2016 წელს, მისი შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 2017 წელს ბენონმა საკუთარი პოსტი დატოვა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ტრამპი ეჭვობდა, რომ ბენნონმა მედიას საიდუმლო მასალები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები