ბრიტანეთის სკოლაში ხანძარია

80-მდე მეხანძრე ლონდონის აღმოსავლეთით მდებარე სკოლაში ხანძარს აქრობს. მომხდარის შესახებ დედაქალაქის სახანძრო სამსახური იტყობინება.
“20 სახანძრო ბრიგადა და 80 მეხანძრეა გამოძახებული დეგენემის სკოლაში ხანძრის ჩასაქრობად”, – წერს სახანძრო სამსახური Twitter-ზე.
ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის, არ ვრცელდება. უცნობია აალების მიზეზიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები