იაპონიას ტაიფუნი “ჯები” უახლოვდება

იაპონიის 13 ავიაკომპანიის 589 ავიარეისი ტაიფუნ “ჯების” მოახლოებასთან დაკავშირებით გადაიდო. ავიაკომპანიები იძულებულები გახდნენ, ყველა რეისი გადაედოთ, რომელიც ქალაქ კანსაი, ოსაკასა და კობეში სრულდებოდა. გაუქმებული ფრენების რაოდენობა იზრდება. მიმოსვლა შეჩერებულია რკინიგზაზეც, ოსაკასა და ჰიროსიმას მიმართულებით.
ამ დროისთვის, ტაიფუნი იაპონიას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან უახლოვდება და ჩრდილოეთით მიემართება.
ქალაქ კობეს მთავრობა 287 ათას მცხოვრებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ასეთივე რეკომენდაციას ჰიროსიას 90 ათას მცხოვრებს აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები